შავ ზღვაში ქიცვიანი ზვიგენის უსაფრთხო მოპყრობა და გაშვება

No hay miniatura disponible

Fecha

Autores

Título de la revista

ISSN de la revista

Título del volumen

Editor

FAO ;

Resumen

Descripción

მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი განკუთვნილია შავ ზღვაში თევზჭერით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, სამრეწველო თევზმომპოვებლებისა და თევზჭერის დამკვირვებლებისათვის, ქიცვიანი ზვიგენის სწორად იდენტიფიცირების, თევზჭერის სამუშაოებისას თანჭერილების უსაფრთხო გაშვების მეთოდების გამოყენებასა და მათი სიცოცხლისუნარიანობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების სისტემურ შეგროვებაში დასახმარებლად. ინსტრუმენტი შემუშავდა „შავი ზღვის თევზჭერისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის“ (FishEBM BS) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია კონკრეტული კომერციული საზღვაო ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული სარგებლობის შეჩერება და დაუცველი სახეობების დაცვა შავი ზღვის ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერების გზით თევზჭერის მართვის მიმართულებისა და მათ შორის ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის ინსტრუმენტების გამოყენებით. ქიცვიანი ზვიგენი არის თანჭერილის სახეობა, რომელსაც ხშირად მოიპოვებენ შავ ზღვაში სხვადასხვა ტიპის თევზჭერისას. ასეთმა შემთხვევითმა თანჭერამ შეიძლება გამოიწვიოს საჭერი მოწყობილობების დაზიანება, სამუშაო პროცესის შეფერხება და ინდივიდების მაღალი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით მათი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში. არასათანადო მართვის პირობებში, თანჭერამ შეიძლება გამოიწვიოს პოპულაციის შემცირება და შეაფერხოს რეგიონული თევზჭერის მდგრადობა. ეფექტიანი მართვისა და თევზჭერის მდგრადი მეთოდების ხელშეწყობისთვის აუცილებელია ზუსტი მონაცემების შეგროვება და უსაფრთხო მოპყრობის მეთოდების გამოყენება. მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტი მიზნად ისახავს თევზჭერისა და ქიცვიანი ზვიგენის ურთიერთქმედების შესახებ ცოდნის გაზრდასა და ასევე, შავი ზღვის რეგიონში ქიცვიანი ზვიგენის პოპულაციის შენარჩუნების ხელშეწყობას. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვითა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვით, მეთევზეები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ არა მხოლოდ სახეობის, არამედ მთლიანად სექტორისა და მეთევზეთა თემების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფაში.

Palabras clave

Citación